Friday, December 19, 2008

ოკრიბა

პროექტის მოკლე აღწერა: იმერეთის ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის, ოკრიბის შესახებ, ოკრიბელი ცნობილი ადამიანების ცხოვრების ამსახველი მასალების, ფოტოების შეგროვება-გამოქვეყნება;
პროექტის სრული აღწერა:
პროექტის მონაწილეები შეაგროვებენ მასალებს ოკრიბის გეოგრაფიული მდებარეობის, რელიეფის, კულტურული ძეგლების (რაც საკმაოდ მრავლადაა), დღესასწაულების, ადათ-წესებისა და ცნობილი ოკრიბელი ადამიანების შესახებ, შექმნიან ფოტო-მასალას, მოაწყობენ გამოფენას, გამოაქვეყნებენ მათ მიერ შექმნილ ბლოგზე. მოაწყობენ ექსკურსიებს. მოსწავლეები მოსახლეობასთან გასაუბრებით მოიძიებენ ლეგენდებს, თქმულებებს...
მონაწილეთა ასაკი: VII-XII კლასები
ვადები-ხანგრძლივობა: 6 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეებში პატრიოტული გრძნობის ამაღლება, საჭირო მასალების მოძიება სახელმძღვანელოებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ინტერნეტის საშუალებით, მოძიებული მასალის ანალიზი, პრეზენტაცია, ელ.ვერსიის მომზადება და გამოქვეყნება, ფოტოების გადაღება, სკოლაში გამოფენის მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ისწავლიან ოკრიბის ისტორიას, გაეცნობიან ოკრიბაში დაბადებული ცნობილი ადამიანების ცხოვრებას სხვადასხვა რესურსების გამოყენებით, ნახატების, სურათების ალბომის, ჟურნალის ან ვებ-ბლოგის შექმნას, შეიძენენ კვლევის, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის, ინტერვიუს აღების, ცხრილების, რუკების შედგენის, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებს. ისწავლიან ურთიერთთანამშრომლობას, ჯგუფურ მუშაობას, გახდებიან კომუნიკაბელურები. გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.
სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები გამოიკვლევენ ოკრიბის (მოწამეთის, გელათის, ხრესილის...) ისტორიას, შესაძლებელია სკოლებმა ერთად იმუშაონ პროექტზე, ისინი მოახდენენ კულტურათა ფასეულობების შედარებას.
ყოველივე ეს გამოიწვევს იმერეთის ერთ-ერთი ულამაზესი მხარის უკეთ გაცნობას. პროექტზე მომუშავე მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ საკუთარი ქვეყნის სიყვარული.

სამუშაო ენა:
ქართული
საგნებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი:
ისტორია - შეიძენენ ცოდნას საკუთარი ქვეყნის, ოკრიბის შესახებ,მოიძევენ მასალებს დავით და კონსრანტინე მხეიძეების, დავით აღმაშენებლის... შესახებ. ისწავლიან ისტორიული ობიექტების აღწერას, მოახდენენ ისტორიული ფაქტების შედარება-გაანალიზებას.
გეოგრაფია - მათი ცოდნა მიუახლოვდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს. გაეცნობიან ოკრიბის რელიეფს, ბუნებრივ რესურსებს, მოიძიებენ მასალებს კურსების გოგირდოვანი აბანოს შესახებ... მოაგროვებენ მასალებს ქვანახშირსა და გრანიტზე. გამოსახავენ რუკებზე გეოგრაფიულ ობიექტებს...
ბიოლოგია - მოსწავლეები შეისწავლიან ოკრიბის ფლორასა და ფაუნას, გადაიღებენ ფოტოებს და დამატებით ლიტერატურაში მოიძიებენ შესაბამის მასალებს; მოაწყობენ გამოფენას...
ლიტერატურა - მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს იოანე პეტრიწის, არსენ იყალთოელის, რაჟდენ გვეტაძის (,,ცისფერყანწელთა'') და სხვათა შესახებ. ისინი მოიძიებენ თქმულებებს და ლეგენდებს, გააკეთებენ ჩანახატებს, მოიძევენ ოკრიბასთან დაკავშირებულ საუკეთესო ნაწარმოებებს, მოაწყობენ პოეზიის საღამოს...
ხელოვნება -დახატავენ ნახატებს, გააკეთებენ ფოტო გამოფენას, გამოიკვლევენ ძეგლების არქიტექტურას, მათ წარმოშობას და ასაკს.
რელიგია - შეისწავლიან ოკრიბის დღესასწაულებს, ამ დღესასწაულებისათვის დამახასიათებელ რიტუალებს, ადათ-წესებს.

მონაწილეობა სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი:
ელისო მაწკეპლაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: http://gelati.1@gmail.com/
პროექტის ფორუმი: http://www.okriba.blogspot.com/
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://www.okriba.blogspot.com/